სერვისებზე დაბრუნება

ენდოსკოპიური სანაცია ბინაზე

MedAssist · თბილისი

ენდოსკოპიური სანაცია ბინაზე — MedAssist, თბილისი

ბრონქოსკოპია ენდოსკოპიური კვლევაა, რომლის დროსაც ხდება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დათვალიერება, ბრონქებისა და ფილტვის სანაცია, უცხო სხეულის ამოღება სასუნთქი გზებიდან. ბრონქოსკოპის გამოყენებით ტრაქეის სანაცია ღირებული პროცედურაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სასუნთქი გზების გამავლობა. სასუნთქი გზების პირდაპირი ვიზუალიზაცია საშუალებას იძლევა მინიმალური ტრავმით მოხდეს მაქსიმალური შედეგის მიღება. ჩვენი გუნდი გთავაზობთ ქირურგი ენდოსკოპისტის ბინაზე კონსულტაციას, რომელიც განახორციელებს ბრონქოსკოპის დახმარებით ტრაქეის სანაციას.

გჭირდებათ ეს სერვისი?

დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავჯავშნო მედ ასისტენტის ვიზიტი?

დაგვირეკეთ, მოგვწერეთ Facebook-ზე ან WhatsApp-ზე ნომერზე +995 555 53 60 30. შევათანხმებთ ვიზიტის დროს და სპეციალისტი მოვა თქვენს მისამართზე თბილისში.

რამდენ ხანში მოვა სპეციალისტი?

MedAssist მუშაობს 24/7. უმეტეს შემთხვევაში ვიზიტი იმავე დღეს ხდება, გადაუდებელი მოთხოვნები კი პრიორიტეტულად მუშავდება.

რომელ უბნებში ხდება გამოძახება?

ბინაზე გამოძახებით ვმუშაობთ მთელ თბილისში და ბათუმში. თუ ქალაქის გარეთ ხართ, დაგვიკავშირდით და დაგიზუსტებთ ვიზიტის შესაძლებლობას.

ვინ ასრულებს პროცედურას?

ვიზიტს ატარებენ ლიცენზირებული ექთნები და ექიმები, რომლებიც თანამშრომლობენ თბილისის წამყვან კლინიკებთან. საჭირო სტერილურ, ერთჯერად მასალას სპეციალისტს თან მოაქვს.

ყველა სერვისი